კატეგორიები

ჟურნალისტებს თეირანში იერიშების შედეგად დაზიანებული უბნები და შენობები დაათვალიერებინეს

ჟურნალისტებს თეირანში იერიშების შედეგად დაზიანებული უბნები და შენობები დაათვალიერებინეს
Copyright AP Photo/Vahid Salemi
თეირანში შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები რესალატის მოედანზე შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის  შემდეგ ნანგრევებით მიმოფანტული ადგილების გაწმენდას ცდილობდნენ.

მთავრობის მიერ მედიისთვის მოწყობილი ტურის ფარგლებში ჟურნალისტებს იერიშების შედეგად დაზიანებული შენობები დაათვალიერებინეს.

ირანული სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ქუჩა თითქმის მთლიანად განადგურდა, რასაც 40-ამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზე მცხოვრებმა, მარზიე დარაბიმ, განაცხადა, რომ მან სამჯერ გაიგონა რაკეტის ხმა.

„დივანზე ვიჯექი, უცბად ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ეს საშინელი მომენტი იყო. კარის უკან დავიმალე. ეს იყო პირველი დარტყმა. მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. მგონი, პირველი დარტყმის დროს შენობა დიდად არ დაზიანებულა. რეალური ზიანი მეორე და მესამე რაკეტებმა გამოიწვია. დაზიანდა კარი. ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც თავი შევაფარე, როდესაც კარი გაიბზარა, ნაპრალებიდან დავინახე, რომ ყველა ბინის კარი დამტვრეული იყო და ფანჯრის მინებიც ჩამსხვერეული . ეს საშინელება იყო. შემდეგ კვამლმა დაფარა იქაურობა, სრული სიბნელე იყო, ვერაფერს ვხედავდი“. - ამბობს, ადგილობრივი მცხოვრები, მარზიე დარაბი.

„ეს ძალიან მტკივნეული იყო. როდესაც შენობიდან გამოვედი და ჩიხში გავედი, სწორედ მაშინ გავაცნობიერე ზარალის მასშტაბი. გავიგონე, როგორ კიოდა ხალხი სახლებიდან და დახმარებას ითხოვდა. ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც კი ოდესმე განმიცდია, რადგან ვგრძნობდი, რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ეს არასდროს დამავიწყდება“. - ამბობს, ადგილობრივი მცხოვრები, მარზიე დარაბი.

„რა იყო მათი მიზანი? მხოლოდ ხალხის დაშინება და მათი ცხოვრების არევა. აქ არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ ცხოვრობდა. ყველა სახლი სამოქალაქო პირისთვისაა. ჩვენ აქ უკვე რამდენიმე წელია, ვართ. ამ ადგილას ძირითადად სამოქალაქო პირები ცხოვრობენ“. -აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი, საიდ ჰოსეინი.

12 მარტს ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა  აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ მამის დაღუპვისა და მისი ადგილის დაკავების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, ირანი გააგრძელებს თავდასხმებს სპარსეთის ყურის მეზობლებზე და შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ სტრატეგიულად მნიშვენლოვანი ჰორმუზის სრუტის დახურვას ბერკეტად გამოყენებას.

56 წლის ხამენეი, რომელიც, ისრაელის ვარაუდით, ომის დაყებიდან მალევე დაიჭრა, კამერის წინ არ გამოჩენილა.  მისი განცხადება სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა წაიკითხა.

სპარსეთის ყურეში საზღვაო ტრანსპორტისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ირანის თავდასხმების გამო ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა.

ირანი ცდილობს,  გლობალური ეკონომიკური ზიანი გამოიწვიოს და ამით შეერთებულ შტატებსა და ისრაელზე გააძლიეროს ზეწოლა, რათა შეწყვიტონ დაბომბვა და დაასრულონ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმდებები.

Related news
ახალმა აიათოლამ რევანში დააანონსა, ირანის სულიერი ლიდერის პირველი მიმართვა ჟურნალისტებს თეირანში იერიშების შედეგად დაზიანებული უბნები და შენობები დაათვალიერებინეს