მთავარიევროპაუკრაინარუსული შტურმის კრახი

რუსული შტურმის კრახი


უკრაინაში ფრონტის აღმოსავლეთ მიმართულებაზე, კერძოდ, ბახმუტის სამხრეთით დასახლება ავდიივკასთან რუსული საოკუპაციო ძალები უშედეგოდ ცდილობენ დაკარგული პოზიციების აღდგენას. უკრაინის არმიამ ავდიივკა რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლა.

“ომის შესწავლის ინსტიტუტი” წერს, რომ ფრონტის ამ ხაზზე უკრაინელებმა სარკინიგზო მაგისტრალამდე გაჭრა შეძლეს. ამას აღნიშნავენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც, რომლებიც კრემლის მძიმე სამხედრო დანაკარგებზე არაფერს ამბობენ. უკრაინის თავდაცვის ძალების მონაცემებით კი, მხოლოდ ავდიივკის ფლანგზე ასობით რუსული ჯავშანტექნიკა განადგურდა.
„ბახმუტის ფლანგზე, დასახლება კლიშჩიივკის მიმართულებით მოწინააღმდეგე წარუმატებლად ცდილობს, დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები. თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს ბახმუტის სამხრეთით და მედგარ წინააღმდეგობას უწევენ მტერს. ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „ტავრიის“ საპასუხისმგებლო ზონაში, ავდიივკის მიმართულებით, მტერმა განაახლა შეტევა და ცდილობს, ალყაში მოაქციოს ეს დასახლება. ჩვენი ძალები წინააღმდეგობას უწევენ ოკუპანტებს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად მტერს დიდი დანაკარგი აქვს. ბოლო 24 საათის მონაცემებით, დაჭრილი და დაშავებული რუსი ოკუპანტების რიცხვი დაახლოებით 900-ია. განადგურებულია 50 ტანკი და 100-ზე მეტი ჯავშანმანქანა. წარუმატებელი იყო რუსული იერიშები დონეცკის ოლქში ნოვოკალინოვეს ფლანგზეც“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი ანდრიი კოვალოვი.

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” ასევე წერს, რომ უკრაინელებმა ხერსონის ოლქში ანტონოვკის ხიდის საპირისპირო მხარეს შეჭრა მოახერხეს. “ასევე გარკვეული წარმატებაა რობოტინოს მიმართულებითაც. ამ დასახლებიდან 10 კილომეტრით დაშორებულ დასახლება ვერბოვესთან უკრაინულმა ძალებმა უკან დაახევინეს რუსებს და 2 კილომეტრამდე მანძილით შეიჭრნენ რუსული თავდაცვის ხაზში” , – აღნიშნულია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში. ამ ყველაფერთან ერთად უკრაინა ამერიკულ საარმიო ტაქტიკურ სარაკეტო სისტემება „ატაკამსებს“ იყენებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ქვეყანას შეიარაღება მომდევნო წელსაც აუცილებლად უნდა მიეწოდოს. ამასვე აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაუმჯობესება უკრაინის არმიისთვის რომ მნიშვნელოვანია, ეს პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ განუცხადებია. იმ საშუალებით კი, რომელიც ახლა უკრაინას აქვს, ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 10 დღის განმავლობაში, დონეცკის ოლქში 5 საბრძოლო რუსული თვითმფრინავია განადგურებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend