მთავარიამერიკააშშწითელ ზღვაში ამერიკულმა სამხედრო გემმა სამი რაკეტა და რამდენიმე დრონი ჩამოაგდო

წითელ ზღვაში ამერიკულმა სამხედრო გემმა სამი რაკეტა და რამდენიმე დრონი ჩამოაგდო

პენტაგონის ინფორმაციით, ხუთშაბათს წითელ ზღვაში მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გემმა სამი რაკეტა და რამდენიმე სამხედრო დრონი ჩამოაგდო. პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, რაკეტები და დრონები იემენში არსებული სამხედრო დაჯგუფების “ჰუთის” მიერ ჩრდილოეთის მიმართულებით გაუშვეს. დაჯგუფება “ჰუთი” მხარს პალესტინას უჭერს, ისრაელს კი ემუქრება. პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტები ამერიკული სამხედრო ხომალდის მიმართულებით არ იყო გასროლილი, თუმცა უსაფრთხოების მიზნით რაკეტები და დრონები მაინც ჩამოყარეს.

“გამანადგურებლის “იუ ეს ეს კარნის” ეკიპაჟმა, რომელიც ჩრდილოეთ წითელ ზღვაში იმყოფება, სამი რაკეტა და რამდენიმე დრონი ჩამოაგდო. რაკეტები და დრონები იემენიდან სამხედრო დაჯგუფება “ჰუთის” მიერ იყო გაშვებული. რაკეტების ჩამოგდებით ჩვენ ყველას დავანახეთ ის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც ჩვენ ახლო აღმოსავლეთში დავნერგეთ. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ნებისმიერი თავდაცვის სისტემა გამოვიყენოთ, რომ რეგიონში დავიცვათ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი ინტერესები. რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებას ამერიკული მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობაც არ დაშავებულა”, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პეტ რაიდერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend