აშშ-ი უკრაინას მიაწვდის საჰაერო თავდაცვის ახალ იარაღს, რომელიც მოიცავს უფრო მეტ არტილერიას, საბრძოლო მასალასა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტისგან შეიტყო, რომ შესაძლოა, რესპუბლიკელებმა საფრთხე შეუქმნან უწყვეტ დახმარებას, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ უწევს.
ორ პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინელი ხალხის გამბედაობაზე ისაუბრა.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე გადასცა 100 მილიარდი დოლარის დახმარება აქედან 43 მილიარდი სამხედრო იარაღის შესაძენად არის განკუთვნილი.