ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც თავი მოუყარა 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე მდგომ გამოწვევებს სკოლებში.
ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სკოლების დასუფთავების საკითხი წარმოადგენს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ თანადამფუძნებელმა მეგი კავთუაშვილმა და მშობელმა თაია წიკლაურმა ისაუბრეს.