მთავარიევროპარუმინეთირუმინეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუმინეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუმინეთის დასავლეთ ნაწილში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მიწისქვეშა ბიძგები 10 წამს გაგრძელდა, რამაც გარკვეული ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბანატის რეგიონი იყო. ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებშიც, მათ შორის უნგრეთში, ხორვატიასა და სერბეთში.

სუსტი მიწისძვრა იყო ბულგარეთშიც, სადაც 46 წლის წინ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. მაშინ ქალაქ სვიშტოვში 130 ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend