მთავარიმსოფლიოევროპაინტერპოლი მოკლული 22 უცნობი ქალის იდენტიფიცირების ოპერაციას იწყებს

ინტერპოლი მოკლული 22 უცნობი ქალის იდენტიფიცირების ოპერაციას იწყებს

გამოუძიებელი და მრავალწლიანი ტრაგედია… ინტერპოლი იწყებს კამპანიას იმ 22 ქალის იდენტიფიცირებისთვის, რომელთა ცხედრებიც რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში იპოვეს.

მათი დიდი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპიდანაა და სავარაუდოდ, ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან. ინტერპოლმა კამპანიის პოპულარიზაციისთვის სამი ქვეყნიდან ცნობილი პირები მოიწვია.

ცხედრებს თვითნაკეთ საფლავებსა და ისეთ ადგილებში მარხავდნენ, სადაც სისხლის სამართლის გამოძიება გართულდებოდა. ინტერპოლში მიაჩნიათ, რომ იმ ქალების ფოტოების გამოქვეყნება, რომელთა შესახებაც მხოლოდ მცირე ინფორმაცია აქვთ, საქმეს დაეხმარება. მათ საზოგადოების გამოხმაურების იმედი აქვთ.

ოპერაცია, „ამომიცანი“ პირველი შემთხვევაა, როდესაც საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივ პოლიციისთვისაც ხშირად ხელმიუწვდომელია, საჯარო ხდება.

ინტერპოლის გამომძიებლებს დაღუპული ქალების დნმ-ის ნიმუშები აქვთ. შესაბამისად, დნმ-ით მათი ვინაობის დადგენაა შესაძლებელი. ინტერპოლში დარწმუნებული არიან, რომ მსხვერპლთა ვინაობის დადგენის შემდეგ დამნაშავეებსაც  დააპატიმრებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend