მთავარისაქართველოსაქართველოში 10 დღიანი ვიზიტი დაასრულა გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა

საქართველოში 10 დღიანი ვიზიტი დაასრულა გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა

ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ- ამ საკითხებზე ისაუბრა დღეს გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა

ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნება, სამოქალაქო სივრცე, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ახალგაზრდები – ეს ის საკითხებია, რომლებზეც დღეს გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, დოქრტორ ლივინგსტონ სევანიანამ ისაუბრა და შეაჯამა მისი 10 დღიანი ვიზიტი საქართველოში.

ექსპერტის განცხადებით, მეტი ძალისხმევაა საჭირო ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ყურადღება გაამახვილა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და უფლებადამცველები განიცდიან შიშს, რომელიც განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონის მიღება სცადეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend