მთავარიმსოფლიოNATOთურქეთის პირობები შვედეთსა და ფინეთს

თურქეთის პირობები შვედეთსა და ფინეთს

თურქეთმა, რომელიც უკვე თვეებია ეწინააღმდეგება ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრებას, შვედეთს პირობები წაუყენა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი ამ პირობებს ვერ მიიღებენ. თურქეთის მიზანია, შვედეთმა და ფინეთმა  ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა.

ნატოს გენერალურ მდივანს იმედი აქვს, რომ 2023 წელს შვედეთი და ფინეთი გახდებიან   ნატოს წევრები, თუმცა ზუსტი თარიღის განსაზღვრა არ შეუძლია, რადგან ეს თურქული მხარისა და უნგრეთის პარლამენტის   გადასაწყვეტია.  იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ამ ორი ქვეყნის პარლამენტს ჯერ არ მოუხდენია გაწევრების დოკუმენტის რატიფიცირება. იგი დარწმუნებულია,  რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შვედეთმა და ფინეთმა, მრავალწლიანი უთანხმოების მიუხედავად,  მაინც გადაწყვიტეს, შეუერთდნენ სამხედრო ალიანსს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend