ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია ტვიტერის საქმეს იძიებს, მას შემდეგ რაც ჰაკერულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ აქვთ მოპოვებული ტვიტერის 400 მილიონამდე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია.
ჰაკერულ ფორუმზე მომხმარებელმა სახელად “რუიში” გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ტვიტერის ახალ ხელმძღვანელ ილონ მასკს ექსკლუზიურ შეთანხმებას სთავაზობს. ჰაკერი ამბობს, რომ ფლობს სოციალური ქსელის ტვიტერის 400 მილიონამდე ანგარიშის პირად მონაცემებს, რომელიც მან მოიპოვა 2021 წელს, პროგრამის ხარვეზის გამო. ის ილონ მასკს 200 ათასი დოლარის გადაცემას სთხოვს, წინააღმდეგ შეთხვევაში ჰაკერის თქმით, ინტერნეტში გავრცელება მილიონობით მომხმარებლის პირადი ინფორმაცია.
ირლანდიის პერსონალური მონაცემთა დაცვის მიხედვით, ტვიტერს ემუქრება მრავალმილიონიანი ჯარიმა, თუ მონაცემები ინტერნეტში გაჟონავს. კიბერსპეციალისტები იკვლევენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის, რომ ჰაკერი მონაცემებს ფლობს.
კითხვებზე საჯაროდ ილონ მასკს, ისევე როგორც ტვიტერის ადმინისტრაციას ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.
Hey @elonmusk, since you don't seem to have much a media/comms team anymore, can you address the apparently legitimate claim that someone scraped & is now selling data on hundreds of millions of Twitter accounts? Maybe it didn't happen on your watch, but you owe Twitter a reply.
— briankrebs (@briankrebs) December 27, 2022