მთავარისაქართველოევროპარლამენტმა საქართველოში არსებული პრობლემები და მოგვარების გზები რეზოლუციაში ასახა

ევროპარლამენტმა საქართველოში არსებული პრობლემები და მოგვარების გზები რეზოლუციაში ასახა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, აქამდე ფრთხილი და დიპლომატიური ენით გამოთქმული რჩევებისა და რეკომენდაციების შემდეგ, საქართველოსთან მიმართებაში ამჯერად პირდაპირი სათქმელით მიიღო ანგარიში, რომელსაც რეზოლუციის სახე აქვს.

ადრესატი ყველა ქართული პოლიტიკური ძალაა, განსაკუთრებით კი პოლარიზაციის დასრულების საკითხში. თუმცა, ევრორეკომენდაციების შესრულებასა და პრობლემების მოგვარებაში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ ძალას – „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

„ქართული ოცნების“ მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებში ყველაზე მთავარი, მიმდინარე პროცესებს ეხება. დოკუმენტი მმართველ ძალას მოუწოდებს:

„მკვეთრად შეუწყოს ხელი ღრმა პოლარიზაციის დასრულებას;

შეწყვიტოს პოლიტიკური მართლმსაჯულება ოპონენტების მიმართ;

დაასრულოს პოლიტიკური მართლმსაჯულება მედიამენეჯერების, მათ შორის ნიკა გვარამიას მიმართ;

პატიმრობიდან გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის უფლება მისცეს მას;

შეწყდეს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გავლენები საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე;

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ რეზოლუცია ამბობს ყველა პრობლემას და ამ პრობლემების გადაჭრის შანსსაც აძლევს „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნების“ პარტნიორი „სოციალისტური პარტიაც“ იზიარებს იმ შეფასებებს, რაც გაკეთდა გუშინდელ სხდომაზე და რაც ჩაიწერა რეზოლუციაში.

ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე პირდაპირ გამოცხადდა, როგორც პოლიტიკური დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელებად. ასევე, მედიამენეჯერების, განსაკუთრებით ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკური მოტივებით წარმოებული მართლმსაჯულების შესახებ არის საუბარი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ მიდგომა პრინციპულად არ შეცვალა, ნაკლებად იქნება იმის შანსი სამწუხაროდ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

„ქართული ოცნება“ კვლავ არ ეთანხმება შესწორებული და კომპრომისული რეზოლუციის შინაარსს. თუმცა წინა ვერსიისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია ეს ვარიანტი. იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მეგობარმა „სოციალისტურმა პარტიამ“, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს რეზოლუცია „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენებით მიიღო ევროპარლამენტმა.

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ყველა პოლიტიკურ ამოცანაზე მაღლა დგას და სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ცალკეული ევროპარლამენტარები ცდილობენ, ასეთი მაღალი მიზნები პირადი პოლიტიკური და სუბიექტური ამოცანებისთვის გამოიყენონ. კომიტეტზე განხილულ ტექსტში რიგი მიმართულება შერბილებული იყო, თუმცა რჩება ისეთი ჩანაწერები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობაში სამართლიანად იწვევს უსამართლობის შეგძნებას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დეკემბრისთვის, როცა სესიაზე უნდა მოხდეს ამ მოხსენების მიღება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია ყველა პოლიტიკურ ძალას, თავისი ძალაუფლების ფარგლებში, მოუწოდებს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია არ შეფერხდეს და ქვეყანამ განვითარება შეძლოს. ანგარიშს მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო ხუთი, ორმა კი თავი შეიკავა.

ალეკო გვეტაძე

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend