მომავალ თვეს უნდა განახლდეს ბლოკირებული უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმება.
რუსეთში მიაჩნიათ, რომ გასულ ივლისში მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმების გახანგრძლივება დამოკიდებულია თავად დასავლეთზე, რამდენად შეამსუბუქებს რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სასუქების ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს. შეთანხმება წესით მომავალ თვეს უნდა განახლდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით გრძელდება მოლაპარაკებები. მოსკოვში გაეროსა და კრემლის წარმომადგენლებიც შეხვდნენ ერთმანეთს. ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი მზად არიან დისკუსიებისთვის, თუმცა რუსეთი მოითხოვს, მოიხსნას შეზღუდვები იმ პროდუქტების ექსპორტზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში სასუქების საწარმოებლად არის საჭირო.
ივლისში მიღებული შეთანხმებით, რომელიც გაეროსა და თურქეთის ჩართულობით იქნა მიღწეული, უკვე განახლდა ბლოკირებული უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი. რუსეთს სასუქების ექსპორტის უფლება მიეცა, თუმცა მოსკოვში ამბობენ, რომ პროცესი ჯერ კიდევ შეფერხებულია.
გაეროში აცხადებენ, რომ შეთანხმების განახლება ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად.