მთავარიმსოფლიოNATOმომავალ კვირაში დაგეგმილ ნატოს სამიტს ვოლოდიმირ ზელენსკი დისტანციურად დაესწრება

მომავალ კვირაში დაგეგმილ ნატოს სამიტს ვოლოდიმირ ზელენსკი დისტანციურად დაესწრება

ესპანეთში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში, რომელიც მომავალ კვირას მადრიდში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრება არარეალურია, ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ომში ჩართულმა ლიდერმა დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვოს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი ამბობს, რომ სამიტის სამუშაო სესიების ფარგლებში უკრაინას სპეციალური სესია დაეთმობა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთვება.

ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს იმედი აქვს, რომ ნატოს ლიდერები მადრიდში შეხვედრის დროს დამატებით ზომებზე შეთანხმდებიან და უკრაინას პოსტსაბჭოთა დროინდელი იარაღიდან თანამედროვე შეიარაღებაზე გადასვლაში დაეხმარებიან.

იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ პუტინი ევროპაში დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებით თავისას გაიტანს, დასავლეთს უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს,  ვიდრე ახლა უკრაინის დასახმარებლად გაიღებს.

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთში უკრაინული ძალები დიდ დანაკარგს განიცდიან. მათივე განცხადებით, მაღალი სიზუსტის რაკეტების გამოყენებით რუსმა სამხედროებმა დახოცეს მოწინააღმდეგის 500-მდე ჯარისკაცი.  სარაკეტო თავდასხმა მიკოლაივში, გემთმშენებლობის ტერიტორიაზე, მოხდა.

მოსკოვი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინამ დრონებით მათ საჰაერო სივრცეში შეაღწია და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში. რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ტერორისტული აქტი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend