მთავარისაქართველოანდრიი კასიანოვი: „რუსეთი უკრაინაში სომხეთიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დამატებით ჯარებს აგზავნის"

ანდრიი კასიანოვი: „რუსეთი უკრაინაში სომხეთიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დამატებით ჯარებს აგზავნის”

საქართველოში უკრაინის საელჩოს დროებითი რწმუნებულის თქმით, უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოშია თუმცა არ დაბრუნებია ელჩის უფლებამოსილების შესრულებას და აგრძელებს კონსულტაციებს კიევთან

საქართველოში უკრაინის საელჩოს დროებითი რწმუნებულის ანდრიი კასიანოვის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს აგრესიას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ სანქციები არ არის საკმარისი და მეტია საჭირო.

ანდრიი კასიანოვის თქმით, რუსეთი უკრაინაში დამატებით ჯარებს აგზავნის  იმ ბაზებიდან, რომლებიც სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს. უკრაინის საელჩოს ინფორმაციით,  ჯარისკაცები ამ ტერიტორიებიდან გადაჰყავთ სახმელეთო გზით და ამისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე არ გამოყენებულა.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე 3 მილიონზე მეტი ლტოლვილია უკრაინიდან. საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების რიცხვი 14 ათასს სცდება. თუმცა ზუსტი რაოდენობის თქმა არ შემიძლია, იქიდან გამომდინარე, რომ ომი გრძელდება და მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. საქართველოში უკრაინის მოქალაქეებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის შედგენა იმისათვის, რომ არასრულწლოვნებმა მიიღონ განათლება, თუნდაც მხოლოდ დიდ ქალაქებში. ასევე უკრაინელ ლტოლვილებს სჭირდებათ სამსახური საქართველოში, მათ უნდა ჰქონდეთ ასევე სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამ საკითხების მოსაგვარებლად ვმუშაობთ როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე გაეროსთან. 18 მარტის მდგომარეობით, საქართველოდან უკრაინაში 580 ტონა ჰუმანიტარული დახმარებაა გაგზავნილი. ხშირად გვეკითხებიან, თუ რა სჭირდებათ უკრაინაში ახლა ყველაზე მეტად. ჩვენი პასუხია – ზრდასრულთათვის და ბავშვებისთვის საკვები  და მედიკამენტები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქართველს, რომ შეიფარეს უკრაინელები. მათ საკუთარი სახლები დაუთმეს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მადლობა იმისთვის, რომ დაგვაბინავეთ, გაგვიმასპინძლდით და უბრალოდ კარგი სიტყვით გაგვამხნევეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს ძალიან კარგად ესმის მეგობრობის ფასი. ქართველი ხალხი უკრაინელების მოძმე ერია.  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვებაც საერთო იქნება“, – განაცხადა ანდრიი კასიანოვმა, საქართველოში უკრაინის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა.

ანდრიი კასიანოვმა ასევე ისაუბრა იგორ დოლგოვზე – ელჩზე, რომელიც ამჟამად კონსულტაციებზეა გაწვეული. მისი თქმით, უკრაინის ელჩი საქართველოშია, თუმცა კვლავ არ დაბრუნებია თავისი უფლებამოსილების შესრულებას და აგრძელებს კონსულტაციებს კიევთან.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend