მთავარიევროპაფინეთილაპლანდიაში სანტა კლაუსი სტუმრებს ელის

ლაპლანდიაში სანტა კლაუსი სტუმრებს ელის

ტურისტები ფინეთის ლაპლანდიის რეგიონში სანტა კლაუსის მოსანახულებლად დაბრუნდნენ. აქ მათ ირმებსა ან ჰასკებზე შებმული ციგით გასეირნება, სანტა კლაუსთან გასაუბრება და ჩრდილოეთის ციალის ნახვაც კი შეუძლიათ.

„ბევრი ადამიანი გვსტუმრობს, თუმცა მათ პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ. მე პლასტმასის ბარიერით ვარ გამოყოფილი, თუმცა სხვა მხრივ ყველაფერი ისე არის როგორც ადრე. აქ ბევრ ბედნიერ ადამიანს ვხედავ“, – ამბობს სანტა კლაუსი.

ადგილობრივების თქმით, წელს ლაპლანდიას დაახლოებით იგივე რაოდენობის ადამიანი ესტუმრა, რაც პანდემიის დაწყებამდე. სანტა კლაუსის სოფლის სანახავად ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოდიან. სოფელში ამჟამად -14 გრადუსია.

„ესპანელისთვის აქ ზედმეტად ცივა. ვიყინები“,- ტურისტი ესპანეთიდან.

„აქ ყოფნა ამაღელვებელია. ხელები სრულიად გაყინული მაქვს, ვეღარ ვგრძნობ ვერაფერს. პირსაც ვერ ვაღებ, თუმცა ეს ყველაფერი მაინც სასიამოვნოა“, – ტურისტი ინდოეთიდან

ლაპლანდიელ სანტა კლაუსს ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი წერილი მისდის.  მისი სურვილია, რომ ადამიანებმა დრო ერთად უფრო ხშირად გაატარონ და ერთმანეთს მეტი ყურადღება მიაქციონ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend