მთავარისაქართველოროდის გათავისუფლდება ნიკა მელია კვლავ უცნობია

როდის გათავისუფლდება ნიკა მელია კვლავ უცნობია

როდის დატოვებს ნიკა მელია საპატიმროს – ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებს ყველას, ვისაც ქართული პოლიტიკური ელიტის პარლამენტში ხილვის და ქვეყნის ცხოვრების სტაბილურად გაგრძელების სურვილი აქვს.

ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს ამნისტიის ახალ კანონში ხედავს, რომელიც ორი ვარიანტით არსებობს და ორივეს ავტორებს ერთმანეთთან შენიშვნები აქვთ.

 
მთავრობის ოპონენტების მეორე ნაწილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ციხიდან გამოყვანის სწრაფ გზად, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა მიაჩნია.

„ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფდეს, ამის ერთადერთი ბერკეტი არის ევროკავშირის გირაო, სხვა ბერკეტი არ არსებობს. იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება და ის თავისუფალი იქნება. ამნისტიის კანონზე ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, ავიღეთ პასუხისმგებლობა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გიდასტურებთ, რომ ამნისტიის კანონზე ბოლომდე ვიმუშავებთ. არ მივცემთ საშუალებს „ქართულ ოცნებას“ და არავის, რომ ამ შეთანხმების თუნდაც ერთი პუნქტი ჩავარდეს“,- აცხადებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

პარტია „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან ერთად, ამნისტიის ორი ვარიანტიდან ორივეს განხილვას რამდენიმე დღეში დაიწყებს. თუმცა, დამტკიცების ღირსად, მმართველი პარტიის ვარიანტი მიაჩნია. საკანონმდებლო ორგანო ახლა უქმე დღეების დასრულებას ელოდება.

„როგორც კი უქმე დღეები დასრულდება, ორივე კანონპროექტი ბიუროდან კომიტეტებს გადაეგზავნება დასაინიცირებლად. კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ დავაინიცირეთ ზუსტად პასუხობს იმ პათოსს და პრინციპებს, რომელიც არის შარლ მიშელის დოკუმენტში მითითებული. დოკუმენტში, რომელიც  ოპოზიციამ დააინიცირა, პრინციპები იგივეა. ერთადერთი, განსხვავება ის არის, რომ ოპოზიციამ დამატებითი კომპონენტი ჩადო თავის კანონპროექტში, რაც გახლავთ დაზარალებულების თანხმობა. გამომდინარე აქედან, ამ ორ კანონპროექტს შორის სხვაობა ძირითადად იქნება დაზარალებულების თანხმობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რა თქმა უნდა, მათ შორის ოპონენტებთან კონსულტაციების საფუძველზე საზოგადოების უმრავლესობა მიხვდება, რომ კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, იქნება ყველაზე ახლოს და ყველაზე უფრო თავსებადი შარლ მიშელის დოკუმენტთან“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოში მთავრობის მიერ გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებულია. 4-დან თერთმეტ მაისამდე არ გაიმართება არც პარლამენტის ბიუროს, კომიტეტების და სასესიო სხდომები. შესაბამისად, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი ახლა ევროკავშირის გირაოზეა დამოკიდებული. ან, დაპატიმრებულ პოლიტიკოსს, ამნისტიის კანონის მიღებამდე მოუწევს ლოდინი.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend