მთავარიბრიუსელის ბიუროგვსურს, ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად - იენს სტოლტენბერგი

გვსურს, ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად – იენს სტოლტენბერგი

ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ვხედავთ მოვლენების ბოლო განვითარებას საქართველოში, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას და ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი რარიბაშვილთან შეხვედრის დასრლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ნატო-სთვის საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა და მოახდენს თუ არა გავლენას არსებული კრიზისი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ფასეულობებზე, როგორიც კანონის უზენაესობა და დემოკრატიაა.

„ნატო არის ალიანსი, რომელიც დგას ისეთ ძირითად ფასეულობებზე, როგორიც არის კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლებები და ეს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ყველა ალიანსის წევრისთვის და ეს არის მიზეზი, რატომაც მივესალმებით ჩვენ ამ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ნატო-ს წევრებიც მხარს უჭერდნენ ქვეყნის მიერ გაწეულ ამ ძალისხმევას. ჩვენი შეშფოთების საგანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ ბოლო განვითარებას საქართველოში, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას და ჩვენ გვსურს, რომ ეს დავა და სირთულე გადაწდეს მშვიდობიანად და საქართველომ გააგრძელოს რეფორმების შესრულება და ქვეყნის დემოკრატიულობის განვითარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მიერ გაწეულ მედიაციას. ჩვენ ამაზე შეხვედრისას ვისაუბრებთ და ალბათ ამ საკითხს ალიანსის წევრებიც დააყენებენ,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend