ვენესუელა, ირანი და გრენლანდია – გეოგრაფიულად დაშორებული სამი რეგიონი დღეს საერთაშორისო მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით შეერთებული შტატების ახალი, უფრო აგრესიული სტრატეგია სწორედ ამ მიმართულებებზე ამახვილებს ყურადღებას.
აშშ-ის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ ვაშინგტონის მოწინააღმდეგეებში, არამედ ტრადიციულ მოკავშირეებშიც, რადგან აშკარაა, რომ ამერიკა მზადაა სამხედრო ძალის გამოყენებისთვისაც.
ამ თემებზე Euronews-ის ბერძნული სამსახური ესაუბრა აშშ-ის საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილ ოფიცერსა და სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის ყოფილ მრჩეველ ჯეიკ სოტირიადისს.

