სირიის მთავრობამ ქურთების მიერ მართულ „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ შეთანხმებას მიაღწია და ეროვნული მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. სამთავრობო მედიის ცნობით, ამის შემდეგ ახალი მთავრობა თითქმის მთელ ქვეყანას აკონტროლებს.
ორკვირიანი დაპირისპირების შემდეგ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უფრო ფართო 14 პუნქტად გეგმის ნაწილია, რომელიც ქურთების დემოკრატიული ძალების ინტეგრაციას ითვალისწინებს სირიის შეიარაღებულ ძალებსა თუ სახელმწიფო ინსტიტუციებში. აშშ მიესალმა ამ შეთანხმებას.
„შეთანხმება ძალაში შევიდა, ცეცხლის შეწყვეტა იწყება. ამის შემდეგ შეთანხმების დებულებები ეტაპობრივად განხორციელდება, მოვუწოდებ ჩვენს არაბულ ტომებს ადგილზე, შეინარჩუნონ სიმშვიდე, ვიდრე მთელი სირიის მასშტაბით არ მივაღწევთ სიმშვიდეს. ეს არის ბრძოლაც და გამარჯვებაც ყველა სირიელისთვის. ღვთის წყალობით, ეს გახდება კარგი დასაწყისი აღდგენის, განვითარების და ქვეყნის თავიდან აშენებისთვის, რათა სირიამ დაასრულოს დაყოფა და გადადგას ნაბიჯი ერთიანობისკენ, და წინსვლისკენ. ერთიანი სირია შექმნის უფრო მყარ გარანტიებს ქვეყანაში ხანგრძლივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნა

.
დამასკში საუბრისას პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ აღნიშნა, რომ შეთანხმების ირგვლივ დეტალების დადგენა ორშაბათს, 19 იანვარს, დასრულდება. თან დასძინა, რომ გარიგება მარტში ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთებას იმეორებს. გარიგება თავის მხრივ დიდ დარტყმას აყენებს ქურთების იმედს, სირიის სამოქალაქო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული დე-ფაქტო ავტონომია შეინარჩუნონ.
სირიის ახალ ხელისუფლებას 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ ნაომარ ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარება გაუჭირდა.

