აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა იმსჯელეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებაზე, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო გზების გახსნას ითვალისწინებს.
მხარეებმა 2025 წლის აგვისტოში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, სომხეთი შეერთებულ შტატებთან ერთად იმუშავებს სატრანსპორტო კავშირის პროექტის ჩარჩოზე სომხეთის ტერიტორიაზე.
„დღეს ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს, ჩვენი აზრით, მართლაც შესანიშნავი მაგალითი იქნება. ერთი მხრივ, ის უხსნის გზას ბიზნესს და ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს, თუმცა ისე, რომ სუვერენიტეტს არ ეხება. აქ სუვერენიტეტის საკითხი საერთოდ არ დგას. შეთანხმება ასევე გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობას. საბოლოოდ ის იქნება მოდელი მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური აქტივობა და კეთილდღეობა განვითარდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გარეშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს და საჭირო ნაბიჯებსაც ვდგამთ, რომ წინ წავიწიოთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
Today, Armenian Foreign Minister @AraratMirzoyan and I announced the Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP) Implementation Framework. It builds on the commitments of @POTUS’s historic peace summit just five months ago between Armenia and Azerbaijan. The TRIPP… pic.twitter.com/5PRr4xXUB2
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) January 13, 2026
სატრანსპორტო დერეფნის გახსნა წარსულში აზერბაიჯანის მოთხოვნების გამო აფერხებდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ეს გზა ბაქოს, რომელიც ნავთობისა და გაზის მსხვილი მწარმოებელია, თურქეთსა და შემდეგ ევროპასთან უფრო მეტად დააკავშირებს.
რუბიოს თქმით, პროექტი მაგალითი იქნება იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ დაირღვეს.

