მთავარიევროპაუკრაინა2025 წლის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები

2025 წლის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები

2025 წელი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევებით აღსავსე წელი იყო. ეს წელი გამოირჩეოდა სხვადასხვა სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირებით, შეიარაღების რბოლის დაჩქარებული ტემპებითა და ისეთი მოვლენებით, რომლებმაც შესაძლოა გაგრძელება ჰპოვოს 2026 წელს.

გარდა იმისა, რომ 2025 წელს კვლავ აქტიურად გაგრძელდა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ვნახეთ, რომ უკრაინამაც გაზარდა რუსეთის სიღრმეში სარაკეტო იერიშები.

გარდა რუსეთ-უკრაინის ომისა მსოფლიომ იხილა ირანისა და ისრაელის სამხედრო დაპირისპირებაც. ამ კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაერთო – ეს იყო ოპერაცია „შუაღამის ურო“. ათასობით კილომეტრის მოშორებით ამერიკულმა სამხედრო სტრატეგიულმა ავიაციამ დაბომბა ირანის სამხედრო ობიექტები.

ასევე ვიხილეთ ინდოეთსა და პაკისტანს შორის საკმაოდ მძაფრი შეიარაღებული კონფლიქტი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი სახელმწიფო ბირთვული იარაღის მფლობელია და ეს ომი ერთგვარად დანის პირზე გავლას ჰგავდა.

მნიშვნელოვანი სამხედრო კონფლიქტები იყო აფრიკის კონტინენტზე, სუდანში, კონგოსა და სომალიში.

სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო კამბოჯასა და ტაილანდშიც და ასევე კინეტიკური დაპირისპირება არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჰიბრიდული ოპერაცია ევროპის მასშტაბითაც ვიხილეთ – დრონებით ინციდენტი. ევროპის არაერთ ქვეყანაში სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურების მიერ ათეულობით დრონი გამოჩნდა. ამ ინციდენტებმა კი ევროპის ქვეყნებში ისედაც აჩქარებული გადაიარაღების ტემპი კიდევ უფრო დააჩქარა.

„საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ანგარიშში“  2026 წლის კონფლიქტების განვითარებაა ნავარაუდები. კვლევითი ორგანიზაციის თანახმად, 2026 წელს აშშ-ში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სამოქალაქო არეულობის რისკებს ბადებს.

მოსალოდნელია ვენესუელაში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა. აქვე ჰაიტიზეც ნავარაუდევია კიდევ უფრო აქტიური კონფლიქტის გაღვივება. გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომიც.

გაგრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაციები და სუდანსა და სამხრეთ სუდანში ესკალაცია, რომელიც შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.

საშუალო ალბათობით დახასიათდა კონფლიქტების გაღვივება ირანსა და ისრაელს შორის, სირიაში, ავღანეთსა და პაკისტანს შორის, კორეის ნახევარკუნძულზე და ტაივანსა და ჩინეთს შორის, ასევე კონფლიქტი ნატოსა და რუსეთს შორის.

ვითარება ამიერკავკასიაშიც საინტერესოა, სომხეთი და აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად აძლიერებენ საერთაშორისო კავშირსა და თავდაცვის სისტემას.

როგორია ამ დროს საქართველოს როლი და ქვეყნის უსაფრთხოება. ამ საკითხებსა და ასევე უსაფრთხოების გლობალურ გამოწვევებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა ლაშა ძებისაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend