კატეგორიები

„ყველა ვარიანტი განიხილება” - ისრაელი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა” პასუხს მწარედ აგებს

„ყველა ვარიანტი განიხილება” - ისრაელი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა” პასუხს მწარედ აგებს
AP Photo/Mohammad Zaatari)
ლიბანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით ისრაელი „ყველა ვარიანტს განიხილავს“, — ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

მანვე თქვა, რომ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ისრაელმა 100 000-ზე მეტი რეზერვისტი გამოიძახა და რომ „ჰეზბოლა“ ისრაელისთვის ცეცხლის გახსნის გამო მწარედ აგებს პასუხს.

ეფი დეფრინის თანახმად, ისრაელის სამხედრო ძალები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის — როგორც თავდაცვის, ისე შეტევის თვალსაზრისით.

„ჰეზბოლამ წუხელ ცეცხლი გახსნა. მათ იცოდნენ, რას აკეთებდნენ. ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ ამისთვის მძიმე ფასს გადაიხდიან. ჩვენ მომზადებულები ვართ — ძალიან კარგად მომზადებულები. მობილიზებული გვყავს თითქმის 100 000 რეზერვისტი; ათობით ბატალიონი, ბრიგადა და დივიზია სრული ძალით მუშაობს ჩრდილოეთის საზღვრის დასაცავად და მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის — როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის. ყველაფერი განიხილება. ვითარებას ვაფასებთ და მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს.

ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ დარტყმების პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ ირანის ტერორისტული რეჟიმის ძირითადი ინფრასტრუქტურისთვის ძლიერი, ფუნდამენტური ზიანის მიყენებას. ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის მასშტაბით კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა დაასრულეს“, — განაცხადა ეფი დეფრინმა.

ღამის განმავლობაში „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა, რის პასუხადაც ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში ათეულობით სამიზნე დაბომბა.

Related news
„ყველა ვარიანტი განიხილება” - ისრაელი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა” პასუხს მწარედ აგებს ისრაელის მიერ ლიბანზე, მიტანილ იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა