ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, ლიბანთან საზღვრის გასწვრივ პოზიციებზე „კონტროლი აიღეს“ და „წინ მიიწევენ“.
ქვეყნის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ეფი დეფრინის თქმით, მათი არმია ლიბანის სახელმწიფო საზღვართან, „დაპირებისამებრ, ქმნის ბუფერულ ზონას“ ნებისმიერი საფრთხის აღსაკვეთად.
ისრაელელმა სამხედროებმა ლიბანის საზღვართან მდებარე 59 სოფლის მცხოვრებლებს ევაკუაციის ბრძანება მისცეს და გააფრთხილეს, რომ მალე მიიღებენ შესაბამის ზომებს იმ ქმედებების წინააღმდეგ, რასაც თელ-ავივი ამ ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ საქმიანობას უწოდებს.
სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ადასტურებს ბეირუთიც. ეს ქალაქი 3 მარტს მთელი ღამის განმავლობაში იყო ისრაელელთა დარტყმების სამიზნე.
თელ-ავივი აცხადებს, რომ მათი სამიზნე ტერორისტული დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ პოზიციებია და არა მშვიდობიანი მოსახლეობა.
შექმნილი მდგომარეობის გამო, ლიბანის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უსაფრთხო ადგილის ძებნის მიზნით მშობლიური ადგილების დატოვება დაიწყო. საით — ჯერჯერობით მათთვისაც უცნობია.
