ირანი ახალი აიათოლას მოლოდინშია, მას შემდეგ რაც ყოფილი ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი ოპერაციის დროს მოკლეს. თეოკრატიული რეჟიმის სათავეში მყოფი ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებაში ერთგვარი ვაკუუმი შეიქმნა, რამაც ახალ კონსტიტუციურ პროცესებს მისძა ბიძგი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მომავალ სულიერ ლიდერს ირანი “ერთ-ორ” დღეში აირჩევს. მაქსიმალურად შევიწროვებულ ვადებს თავად ქვეყნის მთავარი კანონი ადგენს. სულიერი ლიდერების კონტექსტში ირანის ისლამურ რესპუბლიკას მხოლოდ ერთი ცვლილება ახსოვთ, 1989 წელს, როდესაც რუჰოლა ხომენეი ალი ხამენეიმ შეცვალა და მას შემდეგ ქვეყნის სათავეში იდგა. მაშინ ახალი მემკვიდრის არჩევას ერთი სრული დღეც არ დასჭირვებია, არ დამდგარა სპეციალური საბჭოს შექმნის აუცილებლობაც. უკვე დღეს განსხვავებული რეალობა დგას.
ამჟამად ირანს სამკაციანი დროებითი საბჭო მართავს, რომელშიც შედის ქვეყნის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი, სასამართლო სისტემის ხელმძრვანელი, გოლამჰუსეინ მოჰსენეი ეჯეი და უფროსი სასულიერო პირი, ალირეზა არაფი. თავად ახალ სულიერ ლიდერს კი 88 კაციანი სასულიერო პირებით დაკომპლექტებული, ე.წ. ექსპერტების საბჭო შეარჩევს.
ირანში აცხადებენ, რომ ყველანაირი სცენარისთვის იყვნენ მზად და წინასწარ იცოდნენ სულიერი ლიდერის მკვლელობის შემთხვევაში გადასადგმელი ნაბიჯები. უცნობია, გათლილი იყო თუ არა ირანში იერიშების შედეგად რამდენიმე თეული მაღალი რანგის სამხედრო პირის გარეშე ოპერირება.რაც დღეს უკვე რეალობაა, მოკლულებს შორისაა შეიარაღებული ძალების ხელმძრვანელი და გუშაგთა კორპუსის მეთაურიც, ასევე ირანის თავდაცვის საბჭოს მდივანიც.
აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრეებზე საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, საერთაშორისო მედიაში წერენ,რომ ერთერთ მემკვიდრედ მისი მეორე ვაჟ, მოჯტაბა განიხილება, თუმცა მაღალი ალბათობით მას საბჭოს მხარდაჭერა არ ექნება. შესაძლო გვარებს შორის სახელდება ალირეზა არაფი, შიიტი სასულიერო პირი, რომელიც ხამენეის დროს მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა. ის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. საბჭოში გვხვდება კიდევ ერთი გაჟღერებული სახელი, მოჰამად მედდი მირბაღერი, რომელიც უკიდურესი კონსერვატორია.
პროცსში რჩება ფანჯარა სიურპრიზებისთვისაც. ხამენეის მემკვიდრე რადიკალ და რეფორმისტ ძალებს შორის დაპირისპირების შედეგემის მიხედვით გამოავლენენ.
