მთავარისაქართველო„მნიშვნელოვანია, ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი“- შალვა პაპუაშვილი

„მნიშვნელოვანია, ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი“- შალვა პაპუაშვილი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად ოთარ ფარცხალაძის დასახელებას მმართველ გუნდში ეხმიანებიან. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ ეს უმძიმესი შემთხვევა იყო და საგამოძიებო პროცესიც რთულად მიმდინარეობდა, თუმცა გამოძიებამ საბოლოოდ სრული სურათი გაშიფრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ბრალდებული დაკავებული იყოს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი ამ ეტაპზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმალება. მან ასევე აღნიშნა, რომ, მათთვის ცნობილი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს და ის რუსეთის მოქალაქეა, რაც მის ექსტრადიციას ართულებს.

 

„საბოლოოდ, გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა — ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, ვინ — შემსრულებელი და რა იყო მოტივი. მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პირი, ვინც ბრალდებულია, დაკავებული იყოს. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ადგილას იმალება — ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში. რამდენადაც ვიცით, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ექსტრადიციის პროცესს ართულებს. მნიშვნელოვანია, ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend