2025 წელი დასასრულს უახლოვდება და ტრადიციულად, დეკემბერი ახალი წლისთვის მზადების ყველაზე აქტიური თვეა. დღესასწაულის მოახლოება განსაკუთრებით კარგად იგრძნობა წიგნებისა და საჩუქრების მაღაზიებში, სადაც საახალწლო ატმოსფერო და სეზონური სუვენირები ყოველთვის მომხმარებლების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.
სხვადასხვა ქვეყანას ახალი წლის სიმბოლოებისა და საჩუქრების საკუთარი ტრადიციები აქვს. რუსეთში კი უკვე მრავალი წელია, დამკვიდრდა ერთგვარად უცნაური, მაგრამ პოპულარული ტენდენცია – ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით დამზადებული კალენდრები.
როგორც ჩანს, ამ ტიპის პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მარაგებიც სწრაფად იწურება.
მომხმარებლების ნაწილს პუტინის კალენდარი ძალიან მოსწონს, ნაწილს კი ყიდვა მხოლოდ იმიტომ არ უნდა, რომ არ იცის, 2027 წელს პრეზიდენტის გამოსახულებიან ფოტოებს რა უყოს.
„ხომ ვერ გადავაგდებთ? არ შეიძლება. ისევე როგორ სიწმინდე”, – ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი ჟურნალისტთან საუბრისას.

