მთავარისაქართველო„გვინდოდა, ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო” - ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი

„გვინდოდა, ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო” – ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი

ექიმმა მამა-შვილმა, გიორგი, კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილებმა, BBC-ის მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარე გამოძიების კითხვებს უპასუხეს.

გამოკითხვიდან გამოსულმა ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რას ეხება გამოძიება, რადგან მათ კვლევაში, რომელიც სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, საუბარია აქციებისას გამოყენებული სპეციალური ნივთიერებების მიერ გამოწვეულ სიმპტომებზე.

მისივე თქმით, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევაში აღწერილია ის მძიმე სიმპტომები, რომლებიც კვლევის მონაწილე 70-მდე ადამიანს გამოუვლინდა.

„ვესაუბრე გამომძიებელს და კლინიკაში მივდივარ, რომ ხელი მოვაწერო დოკუმენტს, რომ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა.

გაოგნებული ვარ, სამეცნიერო შრომა დაიწერა, ეს არის კლინიკური შრომა. რა უნდა ვთქვა, თუ სამშობლოს სიყვარულისა და იმ სიკეთეების გამო, რომლებიც გაგვიკეთებია, [მიგვცემენ პასუხისგებაში] კი ბატონო.

მე ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარში ვარ, დაწყებული ჩემი საქმიდან [მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით], ჯერ კიდევ ვერ გამოვფხიზლდი.

კვლევა მიმართული იყო იქითკენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე დაავადება.

ვფიქრობ, რომ ამ კლინიკურმა შრომამ ბევრი სიკეთე გააკეთა და კიდევ ბევრს სიკეთეს გააკეთებს. მთავარია, ყველა დეტალი იყოს აღწერილი და შემდგომ ყველა თავის დასკვნებს გააკეთებს, აქ რა არის გაუგებარი, არ ვიცი“,- განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს.

ამ რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სუსმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend