სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, კრემლი კვლავ უტევს უკრაინას – პირველ დეკემბერს რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ დნიპორზე. დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, 40-ზე მეტი კი დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციიის ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე, ხანძარი გაჩნდა 5-სართულიან საცხოვრებელ შენობაში.
თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტის პარიზში ვიზიტის დროს მოხდა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს მართავდა.


