მთავარიევროპაუკრაინა„აგრესორმა სრულად უნდა გადაიხადოს მის მიერ დაწყებული ომის საფასური“ - ვოლოდიმირ...

„აგრესორმა სრულად უნდა გადაიხადოს მის მიერ დაწყებული ომის საფასური“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა შვედეთში გამართულ საერთაშორისო სამიტზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმის შესახებ მოლაპარაკებების ფონზე, უკრაინას რთული პერიოდი აქვს საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და უკრაინის მაღალჩინოსნებს შორის მოლაპარაკება გაიმართა აშშ-ის მიერ წარდგენილ გეგმასთან დაკავშირებით.

ამ გეგმის თავდაპირველი ვერსია არც უკრაინის დედაქალაქში მოიწონეს და არც ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში. უკრაინის პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან, რუსეთის ომის დასასრულებლად და რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ამჟამად კრიტიკული პერიოდი გვიდგას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან, ევროპელ პარტნიორებთან და ბევრ სხვასთან, რათა განვსაზღვროთ ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ომის დასრულება და რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მედიაში დიდი აჟიოტაჟია,  პოლიტიკური ზეწოლა და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა მომავალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ვლადიმერ პუტინი ითხოვს იურიდიულ აღიარებას იმისა, რაც მან მოიპარა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევით. ეს არის მთავარი პრობლემა. თქვენ ყველას გესმით, რას ნიშნავს ეს. მას ეს არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან სურს, რაც ძალიან სახიფათოა. მე გთხოვთ, ნუ გაჩუმდებით. ნუ იქნებით ისტორიის პასიური დამკვირვებლები, იყავით მონაწილეები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ახლა გადამწყვეტია. მან მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს, ასევე ევროპელ ლიდერებს.

საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალით, ომის დამნაშავეები არ უნდა გაექცნენ მართლმსაჯულებას. აგრესორმა სრულად უნდა გადაიხადოს მის მიერ დაწყებული ომის საფასური“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend