მთავარიაზიაირანიირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანა ურანს აღარ ამდიდრებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანა ურანს აღარ ამდიდრებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ურანს არცერთ ობიექტზე აღარ ამდიდრებს.

ამ საკითხზე აბას არაღჩიმ გუშინ,16 ნოემბერს Associated Press-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა. ეს კი ყველაზე პირდაპირი განაცხადია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივნისში ქვეყნის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ.

„ირანში არ არსებობს არცერთი დაუთვლელი ბირთვული ან გამამდიდრებელი ობიექტი. ჩვენი ყველა ობიექტი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს კონტროლისა და მონიტორინგის ქვეშ არის,“ – თქვა აბას არაღჩიმ.

კითხვაზე, რა იქნება საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან სხვა მხარეებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის გზავნილი საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, კვლავ „მკაფიოა“ და რომ ირანს „ბირთვული ტექნოლოგიის მშვიდობიანი გამოყენების“ უფლება აქვს.

„ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ამჟამინდელი მიდგომა არანაირად არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მზად არიან თანასწორი და სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის, რათა საერთო ინტერესებს მივაღწიოთ. ყველაფერი, რაც დღემდე ამერიკელებისგან გვინახავს, მათი მოთხოვნები იყო. ეს მოთხოვნები კი მაქსიმალისტური და გადაჭარბებულია. ასეთ პირობებში დიალოგის შესაძლებლობას ვერ ვხედავთ“ – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აბას არაღჩის განმარტებით, ირანში არ არსებობს არადეკლარირებული ბირთვული ან გამამდიდრებელი ობიექტი.

„ჩვენი ყველა ობიექტი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს კონტროლისა და მონიტორინგის ქვეშ არის. ამჟამად გამდიდრება არ ხდება, რადგან ჩვენი ობიექტები თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ირანის უფლება ბირთვული ტექნოლოგიის მშვიდობიანი გამოყენებისათვის, ურანის გამდიდრების ჩათვლით, ეჭვგარეშეა. ჩვენ ეს უფლება გვაქვს და მის გამოყენებას გავაგრძელებთ“ – განმარტა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend