საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში იარაღის სამალავი აღმოაჩინა, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – ამის შესახებ ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში კონტრტერორისტულ ცენტრს მიაწოდებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი მათი განეიტრალების შემდეგ წლების განმავლობაში ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას.
უწყების განცხადებით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 161 ცალი ვაზნა, 3 ხელყუმბარა, ასევე სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის ტროტილი და პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები. სუსის განცხადებით, გამოძიება რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლითაა დაწყებული. გეტყვით, რომ 2017 წლის 21-22 ნოემბერს სუსმა სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ლიკვიდირებული იყო ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე წევრი, მათ შორის, აჰმედ ჩატაევი.
სუსის ინფორმაციით, ჩატაევმა თავი აიფეთქა. უწყების განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.


