უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე მყოფ მებრძოლებთან შეხედვრის შემდეგ განაცხადა, რომ მათთვის მხარდაჭერისა და დაფინანასების გაზრდა სურს.
ვოლოდიმირზელენსკიმ მიმდინარე კვირის დასაწყისში დონეცკისა და დნეპრის რეგიონებში წინა ხაზზე მყოფი სამხედროები მოინახულა. უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ მისმა მთავრობამ უნდა გააუმჯობესოს აღჭურვილობისა და ტექნიკის შესყიდვები. მან მეთაურებთან ასევე განიხილა საკონტრაქტო სამსახურის ახალი ჩარჩო.
ბრძოლები კი გრძელდება და რუსეთი და უკრაინა თითქმის ყოველდღიურად ესმხიან თავს ერთმანეთის ენერგოინფრასტრუქტურას, რადგან აშშ-ის დიმპოლომატიური ძალისხმევა თითქმის ოთხწლიანი ომის შესაჩერებლად ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, გავლენას არ ახდენს.
„ბრიგადებმა წამოჭრეს საკითხები იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც, სამწუხაროდ, სრულად ეფექტური არ არის. ასევე იყო გამოხმაურება ბატალიონის მეთაურებისგან იარაღის მომარაგებისა და დამხმარე პროგრამების შესახებ.
ჩვენ გავზრდით დაფინანსებას ფრონტის ხაზზე მყოფი ბრიგადებისა და შემადგენლობებისთვის, რომლებიც ყველაზე სასტიკ ბრძოლებში არიან ჩართულნი. მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე უნდა გააფართოვონ სამხედროების შესაძლებლობები საჭირო აღჭურვილობის, ტექნიკისა და კომპონენტების შესაძენად. ბევრი კითხვაა, განსაკუთრებით აქტივების ჩამოწერისა და დემონტაჟის შესახებ. ჩვენ უნდა გადავჭრათ ყველა ეს საკითხი.
ჩვენ ასევე დეტალურად განვიხილეთ ჩვენს არმიაში საკონტრაქტო სამსახურის ახალი ჩარჩო – ეს ყველაფერი დამუშავების პროცესშია და ჩვენი მეომრებისთვის მკაფიო უნდა იყოს დეტალები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


