თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები.
მოგვიანებითმ მათ მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები.
ცნობისთვის, ახალი კანონის მიხედვით, გზის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


