მთავარისაქართველომაკა ბოჭორიშვილი პეკინს ეწვევა

მაკა ბოჭორიშვილი პეკინს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მიწვევით პეკინს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

„პეკინში ვიზიტამდე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, შანხაიში იმყოფებოდა, სადაც იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაში წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა“, – წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend