„გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით” დღეს, 5 ნოემბერს, სასამართლომ კიდევ რამდენიმე პირი ცნო სამართალდამრღვევად.
პროტესტის მონაწილეს, ვაჟა ბერიშვილს, 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ის გუშინ, 4 ნოემბერს, დააკავეს და, შესაბამისად, იზოლატორს დღეს დატოვებს…
ასევე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა აქციის კიდევ ერთ მონაწილე, ბექა აგულაშვილს და 2-დღიანი პატიმრობა განესაზღვრა ანუკა გამსახურდიას…
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ დრომდე გრძელდება რამდენიმე პირის პროცესი… გამოძიება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.


