მთავარიაზიაღაზაპალესტინელები მძიმე ჰუმანიტარული პირობების თაობაზე საუბრობენ

პალესტინელები მძიმე ჰუმანიტარული პირობების თაობაზე საუბრობენ

პალესტინელები ქალაქ ღაზაში ნანგრევებად ქცეულ სახლებს დაუბრუნდნენ. მათ  იმ საკვების რიგში უწევთ დგომა, რომელსაც საქველმოქმედო სამზარეულო არიგებს.

ჯერ კიდევ ძალაშია შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული ზავი, რომელიც ორწლიანი ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

თუმცა ყოველდღიური ყოფითი პრობლემები,  დიდი თუ მცირე, ისევ გრძელდება. ახლა პალესტინელების საზრუნავია, როგორ მოაწესრიგონ სახლები, რა ჩაიცვან, როცა ზამთარი მოახლოვდება და როგორ გამოკვებონ ოჯახების წევრები.

ერთ-ერთმა პალესტინელმა ქალმა, რომელიც საკვების რიგში იდგა, გვითხრა, რომ ის მხოლოდ საქველმოქმედო სამზარეულოს იმედად არის, რადგან მას მისი შეძენის შესაძლებლობა არ აქვს.

„სიტუაცია ურთულესია.  პროდუქტი ბაზარში ძალიან ძვირია. ამიტომ მთლიანად დამოკიდებული ვართ საქველმოქმედო სამზარეულოებზე. ასე ველოდებით ხოლმე მათ მოსვლას. ჩვენ აქ ვსხდებით, სანამ მზარეულები თავიანთ აღჭურვილობასა და საკვებს არ  მოამზადებენ. მერე იწყებენ  დარიგებას თუ  არ მოვლენ, მშივრები დავრჩებით, რადგან არ შეგვიძლია ასეთი მაღალი ფასების გადახდა“, – აცხადებს ერთ-ერთი იძულებით გადაადგილებული პალესტინელი ქალი.

ოთხშაბათს საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა მისცეს ღაზაში მოქმედ გაეროს დახმარების სააგენტოს პალესტინის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობა.

გადასასვლელების ჩაკეტვისა და ისრაელის მიერ დახმარების ჯგუფებისთვის დაწესებული შეზღუდვების ფონზე, „ჰამასი“ შუამავლებს მოუწოდებს, გაზარდონ დახმარება ღაზაში.

ისრაელი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რეგიონში საკმარისი დახმარება შედის, თუმცა მას „ჰამასი“ ძარცვავს. ბრალდებას გაერო და დახმარების სხვა სააგენტოები უარყოფენ.

გაეროს მონაცემებით,  ომის შედეგად ღაზაში დაახლოებით 61 მილიონი ტონა ნანგრევია.

მსოფლიო ბანკმა, გაერომ და ევროკავშირმა წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის აღდგენას დაახლოებით 53 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend