მთავარიაზიაავღანეთიმოსკოვი „თალიბანს" აქებს და „წარმატებულ მმართველობას” უწონებს

მოსკოვი „თალიბანს” აქებს და „წარმატებულ მმართველობას” უწონებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვის მიერ წარსულში გამოცხადებულ ტერორისტულ დაჯგუფება „თალიბანს“ აქებს და „წარმატებულს“ უწოდებს მათ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.

მისი მტკიცებით, ავღანეთმა აღმოფხვრა ქვეყნის შიგნით ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები.

რუსი დიპლომატი ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი თალიბების საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ამირ ხან მუთაკის, „მოსკოვის ფორმატის“ მეშვიდე სამიტის ფარგლებში შეხვდა.

„თალიბანის” დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში განიხილავს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს ირანის, პაკისტანის, ინდოეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ჩინეთისა და ყაზახეთის ხელისუფლებებთან.

„თალიბანის” მთავრობა იზიარებს მოკავშირეების განცხადებებს ნარკოდანაშაულსა და ტერორიზმთან ეფექტური ბრძოლის შესახებ. მათივე მტკიცებით, ეს საკითხი „ბევრად აქტუალური და პრობლემურია“ ავღანეთის საზღვრებს გარეთ, რისთვისაც „თალიბანი” რეგიონის ქვეყნებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი დაინტერესებულია, „თალიბანთან” ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავებით.

გასული წლის სექტემბერში რუსეთის ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა ფედერალურ კანონმდებლობაში, მათ შორის კანონში „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“, რათა დაჯგუფება „თალიბანი“ ამოეღოთ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend