მთავარიაზიასირიაუკრაინამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა სირიასთან

უკრაინამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა სირიასთან

უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა სირიასთან. ორი ქვეყნის ლიდერებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აჰმედ ალ-შარაას, შორის შეხვედრა შედგა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში.

პლატფორმა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინა მზად არის, სირიასთან განავითარონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

კიევსა და დამასკოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი იყო 2022 წლის ივნისიდან. მაშინ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“. 2024 წლის დეკემბრის მიწურულს სირიაში დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა.

კრემლის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების აღიარების გამო 2018 წლიდან სირიასთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს საქართველოსაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend