შინდისის ტრაგედიიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში რუს სამხედროებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
17 წლის წინ, ამ დღეს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურთან ახლოს იყო ჩასაფრებული. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს.
სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დღეს კვლავ იკრიბებიან მოქალაქეები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და შინდისის გმირებს პატივს მიაგებენ.