კიშინაუში მოლდოვა-ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართა.
ამით კი ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ. „მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია”, – ითქვა სამიტის დაწყებამდე.
რა ფაქტორებმა განაპირობა მოლდოვის წარმატებული სვლა ევროკავშირისკენ, როგორ შეძლო მაია სანდუს მთავრობამ რუსულ ნარატივებთან გამკლავება და რა ბედი ელის ამ კონტექსტში საქართველოს – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია საუბრობს.