თავდაცვის ყოფილ მინისტრს ,,ქართული ოცნების” ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდნენ.
ირაკლი ოქრუაშვილი კომისიის სხდომაზე 26 მარტს დაიბარეს. იგი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც ბრალი წარედგინა და ჯერ გირაო, შემდეგ კი, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, გიორგი ვაშაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, გივი თარგამაძესა და ნიკა გვარამიასაც.