უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რაც კიდევ უფრო აფერხებს სამწლიანი ომის დასრულების ძალისხმევას.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 537 საჰაერო სისტემა გამოიყენა, მათ შორის 477 დრონი და 60 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. აქედან 249 ჩამოაგდეს, ხოლო 226 ელექტრონული საშუალებებით გაანეიტრალეს.
თავდასხმის ადგილებზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები. ჩერკასის ოლქში ქალაქ სმილაზე მიტანილი იერიშის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაზიანდა ერთ-ერთი სასწავლებლის შენობა და სამი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ 70 ადამიანია ევაკურიებული. ერთი მოქალაქე ლიფტის შახტიდან გამოიყვანეს.
Almost all night long, air raid alerts sounded across Ukraine — 477 drones were in our skies, most of them Russian-Iranian Shaheds, along with 60 missiles of various types. The Russians were targeting everything that sustains life. A residential building in Smila was also hit,… pic.twitter.com/1ExZhYAMBg
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 29, 2025
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ორი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს.
ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ერთ-ერთი დრონი 21-სართულიან შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც სამი სართული დაზიანდა. მცხოვრებლები შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
ოდესის რეგიონის გუბერნატორის, ოლეჰ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ოჯახის ორი წევრი.
უკრაინაზე იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი სტამბოლში პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მზად არის.
თუმცა, ომი ისევ გრძელდება. საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევამ, რომელსაც შეერთებული შტატები ეწევა, ჯერჯერობით ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო.