“21 წლის ბიჭს რომ ოთხი წელი გამოკეტავ ციხეში, ბიჭს რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას, ამას მგონია, რომ ვერავინ შევეგუებით“
მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძეს 4 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა, მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ.
დემონსტრანტების განცხადებით, შეკრების ადგილი სიმბოლურია – 21 წლის მუსიკოსი მათე დევიძე სამართალდამცველებმა 2024 წლის 19 ნოემბერს სწორედ ამ გამზირზე დააკავეს.