გვსურს, გამოვეხმაუროთ ბატონ ზაზა შათირიშვილის განცხადებას ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გასული ინფორმაციის თაობაზე.
გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ევრონიუს ჯორჯია დაფუძნების დღიდან და მთელი მაუწყებლობის განმავლობაში მისდევს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას. All views – ყველა თვალსაზრისი – ეს იყო და რჩება ჩვენი არხის სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელ კრიტერიუმად.
ევრონიუს ჯორჯიას დაფინანსების წყარო აბსოლუტურად გამჭვირვალეა. არხის დამფუძნებლებისა და მენეჯმენტის მთავარი და ერთადერთი ამოცანა და მიზანია საზოგადოებისათვის ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება. სხვა ამოცანა და მიზანი ამ არხს არასოდეს ჰქონია.
რთული ვითარების მიუხედავად, ევრონიუს ჯორჯია ამ ღირებულებების ერთგულია და რჩება პლატფორმად, სადაც ყველა მოვლენა, ყველა თვალსაზრისი და პოზიცია ობიექტურად და მიუკერძოებლად შუქდება.