„ჩემი მეგობრის ალჯამეინ სტერლინგის მადლობელი ვარ, ჩემი ბონუსი უნდა გავუყო – ნახევარს მას ვაძლევ” – საჩემპიონო ქამრის შენარჩუნების შემდეგ ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მისი სპარინგ პარტნიორის ალჯამეინ სტერლინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მერაბ დვალიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტერლინგს სპარინგი არ უყვარს, მასთან კვირაში სამჯერ მაინც ვარჯიშობდა, შესაბამისად, ის შონ ო’მალისთან ბრძოლას მომზადებული შეხვდა.
„ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც შონ ომალია გამარჯვება ძალიან მინდოდა. ჩვენი გეგმა იყო, რომ გვეჩხუბა იქ სადაც ბრძოლა წაგვიყვანდა. მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ერთი რამ მინდა ვთქვა – ვარჯიშისას ჩემი მეგობარი ალჯამინ სტერლინგი ძალიან დამეხმარა. ის არ ჩხუბობს, რადგან მალე ქორწინდება, მას არ უყვარს სპარინგი, მაგრამ კვირაში სამი დღე ის ჩემი სპარინგ პარტნიორი იყო. ის შონ ომალიზე ორჯერ ძლიერია, განსაკუთრებით დარტყმებისას. ეს აჩვენებს, რომ ყოველთვის ყველაზე ძლიერი მებრძოლი არ იმარჯვებს. ჩემი მეგობრის ალჟამენ სტერლინგის მადლობელი ვარ. დღეს ვეუბნები, რომ ჩემი ბონუსი უნდა გავყო. ნახევარს ვაძლევ მას. ეს ჩემგან ქორწილის საჩუქარი იქნება”, – თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
UFC 316-ზე მერაბ დვალიშვილმა კარიერაში ქამარი მეორედ დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მეტოქე, შონ ო’მალი მესამე რაუნდში გაგუდვით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.