ნიგერიელი გოგონა გრეის აგბო ცდილობს, შეცვალოს გოლფის, როგორც ელიტური სპორტის სახეობის ტენდენცია. მან დაამტკიცა, რომ სიბეჯითე და მისწრაფება პრივილეგიებზე მაღლა დგას და სტერეოტიპს ამსხვრევს.
სიღარიბეში გაზრდილი ნიგერიელი გოგონა გრეისი შემთხვევით მოხვდა გოლფის მოედანთან და ისე მოეწონა თამაში, რომ გოლფის მოთამაშე გახდა. თუმცა ახალი გამარჯვებისა და ტიტულების მოპოვება სულაც არ იყო ადვილი.
ახლა გრეისი ნიგერიაში საუკეთესო გოლფის მოთამაშედ ითვლება ქალთა შორის. და ოცნების, რომ გლობალურ სცენაზეც გავიდეს. მას იმედი აქვს, რომ მისი მაგალითი მოტივაცია იქნება ახალგაზრდებისთვის, რათა აფრიკაში გოლფის მოთამაშეთა ახალი თაობა გაიზარდოს.
ავტორები: შარიფა ფადილა ალშაჰაბი და ფავორ ოკორო