მთავარისაქართველო2024 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია

2024 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია

„საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2024 წელს გაიზარდა” – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა ირაკლი იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან გასული წლის სტატისტიკაზე, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ავტოკატასტროფის შემთხვევების გამომწვევ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა.

ირაკლი იზორიას თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი ნაწილი სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება, ასევე ამის მიზეზად მან დაასახელა წესების დარღვევით გადასწრება და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა.

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის განცხადებით, წლიდან წლამდე ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირების ნაცვლად იზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend