მთავარისაქართველო“ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა” - „ქართული ოცნება“ ახალი კანონების მიღებას გეგმავს

“ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა” – „ქართული ოცნება“ ახალი კანონების მიღებას გეგმავს

ქართული ოცნება ახალი კანონების მიღებას გეგმავს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კანონები შეეხება როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

გარდა ამისა, ქართული ოცნება გეგმავს შეზღუდოს საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის უცხოური დაფინანსების რაიმე სახით მიღება, გაამკაცროს არასრულწლოვანთა კანონმდებლობა; მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა და ნარკოპოლიტიკა.

მდინარაძე ამბობს, რომ ამ გზით “„ბოლომდე უნდა დაიბრუნონ ქვეყანა“.

მედიის შემზღუდავ კანონზე საუბრისას მან თქვა „მუშაობას დავიწყებთ ხვალიდან და დაინიცირდება მედიის კანონი”, ამასთან დასძინა, რომ ამ კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები “ბიბისის” სტანდარტების მიხედვით”.

მისივე თქმით, მედიებს შეეზღუდებათ დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.

მამუკა მდინარაძემ ასევე საზოგადოებას ამცნო:

დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი“ და განმარტა, რომ „თუ ვინმეს აინტერესებს, რა იქნება ინიციირებული, წაიკითხოს კანონი, რაც დღეს მოქმედებს ამერიკაში“.

4 თებერვალს პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს. მათ შორის ცვლილებებს, რომელიც ეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსაც.

ამ კანონებს არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიებად აფასებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend