მთავარიამერიკააშშმარკ ცუკერბერგი ე.წ. ფაქტჩეკერების გაუქმებას გეგმავს

მარკ ცუკერბერგი ე.წ. ფაქტჩეკერების გაუქმებას გეგმავს

სოციალური ქსელ „ფეისბუქის” დამფუძნებელმა და ბიზნესმენმა მარკ ცუკერბერგმა გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა. თავის განცხადებაში ცუკერბერგი ამბობს, რომ სოციალური ქსელის შექმნის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა იყო, თუმცა გასული წლების განმავლობაში მთავრობებმა და მედიებმა ცენზურა გააძლიერეს. მისი თქმით, აპირებს აშშ-ში გააუქმოს ე.წ. „ფაქტჩეკერები” და მის ნაცვლად შემოიღოს საზოგადოებისთვის „შენიშვნის” ფუნქცია ისე, როგორც ეს პლატფორმა X-ზეა. ცუკერბერგი აცხადებს, რომ „ფაქტჩეკერები” ინფორმაციას ხშირად პოლიტიკური ნიშნით ზღუდავდნენ და მას ახლა ამ შეცდომის გამოსწორება სურს.

„მსურს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრო, რადგან დროა დავუბრუნდეთ იმ საწყისებს, რომლებიც „ფეისბუქსა” და „ინსტაგრამზე” გამოხატვის თავისუფლებას ეხება. სოციალური ქსელები შევქმენი იმისთვის, რათა ადამიანებისთვის ხმა მიმეცა. 5 წლის წინ ჯორჯტაუნში გამოხატვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობაზე სიტყვით გამოვედი და ამის დღემდე მწამს. თუმცა გასული წლების განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. ფართო მასები მოიცვა კამათმა ონლაინკონტენტისგან წამოსულ შესაძლო საფრთხეებზე, რის გამოც მთავრობებმა და მედიებმა მეტი ცენზურა დააწესეს.

ბევრი რამ აშკარად პოლიტიკურია, მაგრამ ნამდვილად არის ბევრი ცუდი რამეც: ნარკოტიკი, ტერორიზმი, ბავშვების ექსპლუატაცია… ეს ის თემებია, რომლებსაც სერიოზულად ვუდგებით და მინდა დავრწმუნდე, რომ პასუხისმგებლობით ვართმევთ თავს. შესაბამისად, შემოვიღეთ რთული სისტემა, რათა კონტენტი გვემართა. თუმცა რთული სისტემის პრობლემა ისაა, რომ სისტემა შეცდომებს უშვებს და ჩვენ მივაღწიეთ ეტაპს, როდესაც ძალიან ბევრი შეცდომა და ცენზურა იყო დაშვებული.

შესაბამისად, ჩვენ ვუბრუნდებით საწყისებს და ვკონცენტრირდებით შეცდომების შემცირებაზე, პოლიტიკის გამარტივებასა და სოციალურ პლატფორმაზე გამოხატვის თავისუფლების დაბრუნებაზე.

უპირველეს ყოვლისა, აშშ-ში ჩვენ მოვიშორებთ „ფაქტჩეკერებს“ და ჩავანაცვლებთ მას შენიშვნებით, როგორც ეს პლატფორმა X-ზეა. მეორე, რასაც გავაკეთებთ ისაა, რომ გავამარტივებთ ჩვენს პოლიტიკას და მოვიშორებთ მთელ რიგ შეზღუდვებს იმიგრაციისა და გენდერის თემაზე“, – ამბობს მარკ ცუკერბერგი.

ვიდეომიმართვა მარკ ცუკერბერგმა გუშინ, 7 იანვარს, გაავრცელა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend