მთავარიმსოფლიოევროპა2024 წელს ევროპაში მემარჯვენეობა ყველაზე უფრო პოპულარული გახდა

2024 წელს ევროპაში მემარჯვენეობა ყველაზე უფრო პოპულარული გახდა

ანალიტიკოსების შეფასებით, 2024 წელს ევროპამ პოლიტიკური კურსი შეიცვალა.

ევროპარლამენტის არჩევნებმა, აგრეთვე საფრანგეთში, პორტუგალიაში, ბელგიასა და ავსტრიაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი გადაიხარა მემარჯვენეობისა და ულტრამემარჯვენეობისკენ. ეს დინამიკა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში თანაბრად იგრძნობა.

„ზოგადად, ამომრჩეველთა შორის მემარჯვენეობა სულ უფრო პოპულარული ხდება და ეს იმით აიხსნება, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეები თავს მიტოვებულად გრძნობენ და უკმაყოფილებას გამოხატავენ. ისინი ხედავენ, რომ მიგრაცია იზრდება და ამის გამო კვლავ დაბალი ხელფასებია“, – ამბობს პასკალ დელვიტი, პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი.

დარგის ექსპერტებისთვის ეს პოლიტიკური ტენდენცია საუკუნის დასაწყისიდან შეინიშნება.

„ეს არის მოძრაობა, რომელიც უკვე ოცი წელია პროცესებშია ჩართული და ის მართლაც ტენდენციურია. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გამონაკლისების პოვნა, მაგრამ საბოლოოდ რადიკალ მემარჯვენეებსა და მემარჯვენე პარტიებს შორის განსხვავება არ არის“, – ამბობს პასკალ დელვიტი.

გერმანიაში თებერვლის ბოლოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა 2025 წლისთვის გარდამტეხი იყოს. ეს პოლიტიკური ცვლილება სცდება ევროპის საზღვრებს. ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვება სწორედ ამ დინამიკის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს პოლიტიკოსები ამას განსხვავებული არგუმენტებით ხსნიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend